იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. 29 წლის ფეხბურთელს "ბიანკონერთან" კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება.
"როგორც შევიტყვე, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ფორმალურად მიდის. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ "იუვენტუსში" კიდევ დიდხანს გავჩერდები." _ განაცხადა იტალიელმა მცველმა.
გასულ სეზონში კიელინიმ 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და სამჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.
გიორგი ბალახაძე