კალათბურთი

21:35 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიდი ისევ აგებს, შენგელიამ 7 ქულა ჩააგდო

ჯეისონ კიდს სახელოვანი კალათბურთელის კარიერა კი ჰქონდა, თუმცა, მწვრთნელის რანგში ძალიან “მძიმედ” დაიწყო. მისმა დარიგებულმა “ბრუკლინ ნეთსმა”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელიაც იცავს, საზაფხულო ლიგაში მე-3 მატჩი ჩაატარა და კვლავ მარცხი განიცადა.

“ნეთსი” ამჯერად “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 69:98 დამარცხდა. შენგელია ისევ სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, შედარებით ნაკლები დრო – 17:47 წუთი დაუთმეს. აღნიშნულის მიზეზი 5 პერსონალური ფოლი გახდა. კიდმა თორნიკე მე-3 მეოთხედის შუაწელს შეცვალა და მოედანზე აღარც გამოუყვანია.

ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 7 ქულას კი 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. შენგელიამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ერთხელაც დაუფარეს.

“ბრუკლინი” ორლანდოში მიმდინარე საზაფხულო ლიგაზე მომდევნო მატჩს 11 ივლისს “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.113856