უკვე მტერმაც და მოყვარემაც იცის, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა, მუსიკითაა გატაცებული და თვითონ ფეხბურთელიც არ მალავს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მუსიკას სერიოზულად “მიაწვეს“.
კაკას მუსიკისადმი ინტერესი თურმე ბავშვობიდან ჰქონდა (მუსიკაზე დადიოდა) თუმცა, სიმღერისადმი სერიოზული ლტოლვა მაინც მისმა მეუღლემ, კაროლინ სელიკომ გაუჩინა, რომელიც თავად პროფესინალი მოდელია და არა მომღერალი.
როდესაც კაროლინსა და რიკარდოს პირველიDშვილი ეყოლათ, კაკამ არც აცია, არც აცხელა და ახლადდაბადებულ პირმშოს სიმღერა მიუძღვნა. ამ სიმღერის მოსმენა თანდართულ ბმულზეც შეგიძლიათ, თუმცა უნდა ვაღიაროით, რომ ეს სიმღერა ბულბულის გალობას ნამდვილად არ ჰგავს.
http://www.youtube.com/watch?v=B80OrbV2-YQ