ფეხბურთი

18:43 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ქართველი ფინეთის იუკონენლიგაში

ფინეთის საფეხბურთო იუკონენლიგაში (პირველი ლიგა) მოასპარეზე “კაიაანის” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა.

20 წლის თავდამსხმელი სანდრო ხაბაძე, რომელიც სიმაღლით 2 მეტრია და 94 კილოგრამს იწონის, კარიერას ხსენებულ კლუბში გააგრძელებს. ის შარშან ლიტვის ჩემპიონატში კლაიპედას “გრანიტასში” თამაშობდა, სადაც 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

“კაიაანიში” ხაბაძეს 27 წლის კახა სამსონია დახვდა, რომელიც გუნდში 2012 წლიდან გამოდის და 51 მატჩში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

იუკონენლიგაში კიდევ ერთი ქართველი ასპარეზობს. კერძოდ, გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც “კოოტეეპეეს” ღირსებას იცავს.

0.131981