“ზესტაფონის” რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლაშა გვალია გუნდის ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ლაშა გვალია – ნახევარმცველი; დაბადებულია – 06.10.1991; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 73 კგ.
გვალია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”კოლხეთი” (ფოთი) - 2010-2012; ”დილა” (გორი) - 2012-2013; "ურალი" (ეკატერინბურგი, რუსეთი) - 2013-2014.
შეგახსენებთ, რომ 2012-2013 წლების სეზონში ლაშა გვალია გორის "დილას" რიგებში თამაშობდა. შიდაქართლელებთან ერთად ფეხბურთელმა წარმატებით იასაპეზა ზედიზედ ორ ევროპულ კამპანიაში და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო და ეფექტური თამაშით დაამახსოვრა. სულ, ახალგაზრდა ნახევარმცველს ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩატარებული 9 შეხვედრა დაუგროვდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ლაშა გვალიას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2015 წლის ივნისამდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური