ვერ ვიტყვით, რომ იტალიური “მილანის” განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი ქალებს შორის ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც, ვთქვათ, კრიშტიანუ რონალდუ ანდა იკერ კასილასი. თუმცა, როგორც ფეხბურთელის მეუღლე ჯენიფერ ბოატენგი ირწმუნება, თავყვანისმცემელი ქალები მის ქმარსაც ხშირად აწუხებენ.
ჯენიფერ ბოატენგის თქმით, მას ეჭვიანობის მიზეზი თუნდაც იმიტომ აქვს, რომ კევინ-პრინსი საწოლში ნამდვილი “დრაკონია” და არაერთი ქალი იოცნებებდა ასეთ მრავლისშემძლე სექსუალურ პარტნიორზე.
ბოატენგის ცოლი ბოლომდე მაინც არ ხსნის “კარტებს” და არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება ბოატენგის “დრაკონობა”. ამიტომ, ამის წარმოსადგენად ფანტაზიის მოხმობა დაგვჭირდება. კაცმა რომ თქვას, არცთუ ძნელი წარმოსადგენია სექსუალურად მხნე განელი ფეხბურთელი. მისი აფრიკული გენეტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს...