“მილანის” ნახევარმცველი, 25 წლის კევინ პრინს ბოატენგი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის დადებასთანაა ახლოს – განის ნაკრების წევრი უახლოეს მომავალში მოდელ მელისა სატაზე იქორწინებს. აღსანიშნავია, რომ სატა კიდევ ერთი მილანელის, კრისტიან ვიერის გელფრენდი იყო.
სერია А-ში სეზონის დასრულებისთანავე, შეყვარებულები სარდინიის სანაპიროს სიახლოვეს იახტით რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ, სადაც ბოატენგს ლამაზმანისთვის ხელის თხოვნის იდეა მოუვიდა. გავრცელდა ხმები, თითქოს მოგზაურობისას მელისა დაორსულდა კიდეც.
წყვილი შეუღლებას ივლისში, იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე გეგმავს. შარშან საქმროს კლუბმა ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ტიტული “იუვენტუსს” დაუთმო. შესაძლოა, ბედნიერმა ქორწინებამ ფეხბურთელს დამატებითი ძალები შესძინოს და საკუთარ კლუბს გამარჯვება მოუტანოს.