შოუ-ბიზნესში ინტრიგები და დაპირისპირებები არავისთვისაა უცხო. ამ გარჩევებში, უფრო მეტად, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქტიურობენ. ხშირ შემთხვევაში, ლამაზმანების ერთმანეთის გაქილიკების მიზეზი გარეგნობაა.
სწორედ გარეგნობა გახდა მშვენიერი კეტი პრაისის, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშის, დუაიტ იორკის ექს გერლფრენდია და ბოდიბიდლერ ჯოდი მარშის დაპირისპირების მიზეზი.
კეტი პრაისი, რომელიც თავისი ექსპრესიულობითაა ცნობილი, ჯოდის ბრალს სიცრუეში სდებს და ამბობს, რომ ის ტყუოდა, როცა საზოგადოებას აჯერებდა, თითქოს მისი სილამაზის საიდუმლო ყოველდღიური 8 საათიანი ვარჯიშის, ყოველ დღე 15 კვერცხის ცილის და პროტეინებით გამდიდრებული კოქტეილების დამსახურება ყოფილა.
ასეთი მკაცრი განცხადება მშვენიერმა პრაისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაყიდვების ქსელში ჯოდი მარშის გასახდომი აბები ჩაეშვა. მარშს, კეიტის კრიტიკაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია..