“ვესტ ჰემის” ფორვარდ ენდი კეროლს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. ამის შესახებ ლონდონელთა შემტევმა Sky Sports-თან ისაუბრა.
“ბიჭებმა კარგი სამუშაო ჩაატარეს და მუნდიალზე თამაში დაიმსახურეს. ძალიან კარგია, რომ ინგლისის ნაკრები ბრაზილიაში ითამაშებს. რას ნიშნავს ეს ჩემთვის? იმის ნიშანია, რომ სწრაფად გამოვჯანმრთელდე და სტაბილური თამაში დავიწყო. ამგვარად, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას შევძლებ. მინდა, “ვესტ ჰემს” დავეხმარო, შემდეგ კი, თუ ნაკრებში მიხმობენ, ძალიან გამიხარდება”, - განაცხადა კეროლმა.
ტრავმის გამო, 24 წლის კეროლს მიმდინარე სეზონში არცერთხელ უთამაშია.