ფეხბურთი

11:50 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეროლი ბრუნდება

“ვესტ ჰემისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ენდი კეროლი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორს უბრუნდება. ბრიტანული პრესის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი უკვე მზადაა სათამაშოდ და პრემიერლიგის 21-ე ტურში, “კარდიფ სიტისთან” მატჩში განაცხადში იქნება.

კეროლმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა შარშან, 19 მაისს ჩაატარა. მას შემდეგ რამდენიმეჯერ ითქვა, რომ ტრავმა მოირჩინა და მოედანზე გასასვლელად უკვე მზად იყო, მაგრამ დაბრუნება ვერა და ვერ შეძლო.

0.120095