ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემის” თავდამსხმელმა ენდი კეროლმა 7-თვიანი პაუზის შემდეგ, სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა.
შარშან ზაფხულში ლონდონელებმა “ლივერპულიდან” კეროლის სატრანსფერო უფლებები 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად გამოისყიდეს, მაგრამ მას შემდეგ ფორვარდს ტერფის ტრავმის გამო “ვესტ ჰემში” არც ერთი ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია.
24 წლის კეროლი გუნდთან ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირაში შეუდგა. იმის გათვალისწინებით, რომ მას სეზონის წინ მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, სათამაშო ფორმის აღსადგენად სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დაჭირდება.
“ტრავმის შემდეგ ჯანმრთელად ყოფნა მატჩებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს. მე ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგე იმ საკითხს თუ როგორ და როდის უნდა გამოვიყენო კეროლი. ჩვენ ორმხრივ თამაშებს ჩავატარებთ, რომ მან, უინსტონ რიდამ და რიკარდო ვაზ ტემ სათამაშო ფორმა მალე დაიბრუნონ. თუმცა, ჩამოთვლილთაგან ენდი ამასთან ყველაზე ახლოსაა” – იუწყება “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის სემ ელერდაისის სიტყვებს გამოცემა Daily Mail-ი.