თამაშგარე

12:08 | 8.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კელი უინდსონი – პოლ გესკოინის წამალი

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი, პოლ გესკოინი ბოლო პერიოდში მისთვის ნაკლებად დამახასიათებელ განწყობაზეა. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში მომხდარმა სიახლემ ნაგიჟარი ფეხბურთელის ბუნებაში მკვეთრი სახეცვლილებები გამოიწვია.
არცთუ დიდი ხანია, რაც ”გაზა”, 36 წლის ინგლისელ მოდელს, კელი უინდსონს ხვდება და ამ ქალთან რომანმა ალკოჰოლისა და დებოშების მოყვარული პოლი ღიმილიან და ბუნჩულა კაცად აქცია. გესკოინი ლუდის ბოკალთან ჩახუტებულიც ბოლო დროს არავის უნახავს.
ქალებთან ურთიერთობა პოლ გესკოინს არასოდეს გამოსდიოდა. მისი ხასიათის ბნელი შტრიხებით კი არაერთი მანდილოსანი იყო დაზაფრული. ინგლისელ ფეხბურთელს ყოფილი ცოლიც ბევრჯერ ჰყავს ნაცემი. რა ”ჯადო-თილისმით”: მოახერხა მშვენიერმა კელიმ პოლის შეცვლა – ეს ჯერ კიდევ გამოცანად რჩება.


 

0.181681