“ვალენსიას” ახალწვეული სეიდუ კეიტა აცხადებს, რომ სანამ მას “ღამურების” ვარიანტი გაუჩნდებოდა, მოლაპარაკებებს “ლივერპულთან” აწარმოებდა.
“როდესაც “ვალენსიადან” დაგვირეკეს, მოლაპარაკებებს “ლივერპულთან” ვაწარმოებდით. ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ “ვალენსიას” ვარიანტი მერჩივნა. ამ ტრანსფერის განხორციელებით მოხარული ვარ.
მახსოვს, “სევილიასა” და “ბარსელონაში” ასპარეზობის დროს, “ვალენსიასთან” თამაში ყოველთვის რთული იყო.
ესპანეთი შესანიშნავი ქვეყანაა. აქ ცხოვრების ძალიან კარგი სტილი აქვთ. არც ენის პრობლემა მაქვს და აქაური ფეხბურთიც მომწონს.” – ციტირებს კეიტას სიტყვებს Football Espana.