ფეხბურთი

14:03 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეიტა “რომასკენ” მიიწევს

 

34 წლის მალელ ნახევარმცველ სეიდუ კეიტას, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი “ვალენსიაში” გაატარა, კარიერის გაგრძელება “რომაში” სურს. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები იუწყებიან.

იანვარში, “ღამურებმა” ჩინური დალიან აერბინისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ვადაც რამდენიმე დღის წინათ ამოიწურა. ვალენსიელები აფრიკელს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობენ, მაგრამ ფეხბურთელთან ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

შკყ-ს ცნობით, კეიტას აგენტებმა თავიანთი კლიენტი “რომას” შესთავაზეს. “ჯალოროსის” ვეტერანი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ შეუძლია.

0.125843