ფეხბურთი

16:25 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეჰილი “ასტონ ვილას” მადლობელია

ლონდონის “ჩელსის” მცველი გარი კეჰილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პრემიერლიგის მორიგი ტურის შესახებ ესაუბრა. შაბათს “არისტოკრატები” საშინაო მოედანზე “ასტონ ვილას” მიიღებენ. კეჰილის დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში სწორედ “ასტონ ვილას” მაისურით შედგა. ასე რომ, ინგლისის ნაკრების მცველი ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

“ასტონ ვილაში დიდი დრო დავყავი. განსაკუთრებით ახალგაზრდულ გუნდში და სასიამოვნო მოგონებებიც მაკავშირებს. მადლობელი ვარ კლუბის, რომელმაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.  მოუთმენლად ველი შაბათის თამაშს.

“შეხვედრა საინტერესო იქნება. ჩვენ მნიშვნელოვანი ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი, რადგან პოლ ლამბერტის გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კონკურენტები ვართ”, –  განაცხადა ფეხბურთელმა.

დიმა შარიქაძე

0.131611