საკალათბურთო სუპერლიგის გადამწყვეტი საფინალო მატჩის წინ ორივე გუნდი - “ოლიმპი” და “შსს აკადემია” - საათნახევრით ადრე გამოცხადდა თბილისის სპორტის სასახლეში და ბოლო ვარჯიში გამართა.
ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2-ა და გუნდების მწვრთნელებმა – გია კაზანჯიანმა და გიორგოს კეცელიდისმა - წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სწორედ იმაზე ისაუბრეს, თუ რაოდენ მიშვნელოვანია ეს შეხვედრა მათთვის და როგორ დაუღალავად ემზადებოდდნენ.
მათ ასევე ისაუბრეს იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე რომელიც დღევანდელ თამაშს უფრო დაძაბულს გახდის. ორივე მწვრთნელის განცხადებით, მათი გუნდები მზად არიან როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. კაზანჯიანიც და კეცელიდისიც საინტერესო, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩს გვპირდებიან.
მატჩი 18.00 საათზე დაიწყება