საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი კახა შენგელია "მსოფლიო სპორტს" ესაუბრა.
"გაბრიჩიძეს გამარჯვებას ვულოცავ. ვეცდები, ქართული კალათბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ჯერ კონკრეტულად არაფერს ვიტყვი, მაგრამ გამგეობის პირველსავე შეკრებაზე ჩემს აზრებს ღიად დავაფიქსირებ", - განაცხადა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დაწყებამდე, შენგელიამ და ბოისამ თავიანთი კანდიდატურები მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს.