ფეხბურთი

16:53 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახა მახარაძის მორიგი გადამწყვეტი, "იაგელონიასა" და "რუბინის" შავი დღე

უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში კვლავ 1:0 მოიგო ტაშკენტის "ფახთაქორმა" და კვლავ კახა მახარაძის გოლით. ქართველმა კაპიტანმა "მაშალთან" 56-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი ბურთი და "ფახთაქორი" უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს. მახარაძემ წინა შეხვედრაშიც გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

პოლონურ ექსტრაკლასაში "ლეხი"-"იაგელონია" 6:1 დასრულდა. გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა ძალამიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად. პოზნანში შერცხვენილი "იაგელონია" მეათე ადგილზეა. 

შერცხვა საბა კვირკველიას "რუბინიც", რომელმაც სანკტ-პეტერბურგში 2:6 წააგო "ზენიტთან". კვირკველიამ, რომელიც წინა ტურებში კარგად თამაშობდა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ამჯერად სუსტად ჩაატარა შეხვედრა. პირველი და მეხუთე გაშვებული გოლებისას უკეთ მართებდა გარჯა. 

ზურაბ ხიზანიშვილი კვლავ არ გამოჩენილა "ქაისერისფორის" მატჩში, რისი მიზეზიც ისაა, რომ ქართველი მცველი ჯერ ბოლომდე არაა სათამაშოდ მზად ტრავმის შემდეგ. ქაისერელებმა გასვლაზე 1:2 წააგეს "ბეშიქთაშთან" და ბოლო ადგილზე დარჩნენ, თუმცა გადარჩენის შანსი აქვთ.

0.11439