ინტერვიუები

18:55 | 16.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “სახელმწიფოს ფული არ მჭირდება”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ, რუსულ რადიო “ეხო მოსკვისთან” საუბარში განაცხადა, რომ გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას ნოემბრის დასაწყისში გეგმავს.
- თქვენ აპირებთ თბილისში გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ვარსკვლავები: გატუზო, ნესტა და მალდინი მიიღებენ...
- ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ამ მატჩის ორგანიზებას ნოემბრის დასაწყისში ვფიქრობ. ყველა ჩამოვა, ვინც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად თამაშობდა. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც “მილანთან” ერთად შეიძლებოდა. ისინი მზად არიან. ისინი მზად იყვნენ ჯერ კიდევ 13 სექტემბერს ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ნოემბერში ჩამოვლენ. მთავარია, რომ ხალხს ძალიან სურს ამ თამაშის ჩატარება.
- საქართველოს ბიუჯეტს, ეს რამდენი დაუჯდება?
- ბიუჯეტი რა შუაშია?
- აბა, თანხას ვინ გადაიხდის?
- ბუნებრივია, მე ამის შესაძლებლობა მაქვს.
- თქვენ თავად იხდით?
- რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ფული არ მჭირდება. ღმერთმა იმის საშუალება მომცა, რომ მშვიდად ვიცხოვრო და სახელმწიფოს ფული არ მჭირდება. თუ საჭირო გახდება, სახელმწიფოს თავად დავეხმარები.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.122895