ჭიდაობა

23:46 | 13.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

კახა გეწაძე: “პრობლემის სათავეს უნდა მივაკვლიოთ”

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ ტაილანდში ახლახან ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გამოსვლა დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში, პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
"ვულოცავ ახალგაზრდა მოჭიდავეებს და ნაკრებების მწვრთნელებს საკმაოდ წარმატებულ გამოსვლას. სულ შვიდი მედალი მოვიპოვეთ და ცხადია, ეს საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ცუდია, რომ ამ მედლებს შორის ოქროსი არც ერთი არაა. ასე რომ, უკმაყოფილების საბაბიც გვაქვს, სამი ფინალი წავაგეთ. მიმდინარე წელი ამ მხრივ, სამწუხაროდ გამორჩეულია. რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებსაც ვგულისხმობ. აღნიშნულ საკითხზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს, მწვრთნელებთან და მოჭიდავეებთან ერთად. პრობლემის სათავეს უნდა მივაკვლიოთ და შედეგი გამოვასწოროთ” – განაცხადა კახა გეწაძემ.
შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა თორნიკე ძამაშვილი (74 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო იაკობ ქაჯაია (96 კგ) - მესამეზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე კი ოთხი მედალია - ლაშა ტალახაძე (55 კგ) და კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ) ფინალში გავიდნენ და მსოფლიოს ჩემპიონობამდე თითო მოგებაღა დააკლდათ. ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.120801