ფეხბურთი

13:54 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე დააჯარიმეს

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ კახა ცხადაძე 1000 მანათით დააჯარიმა. მიზეზი ისაა, რომ ბაქოს “ინტერის” ქართველი მწვრთნელი “სიმურგთან” 1:2 მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.

“ინტერის” პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა განაცხადა: “ცხადაძის პრესკონფერენციაზე არყოფნის მიზეზზე ყველა მე მეკითხება. არ მივიდა და მორჩა. უნდა გავუგოთ ადამიანს, რომელიც შედეგს განიცდის. აი, მივიდოდა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტი კი მის პროვოცირებას დაიწყებდა და მოხდებოდა სკანდალი. ასე რომ, უკეთესიცაა, რომ არ მივიდა”.

ისე, კახა ცხადაძეს ზოგიერთი აზერბაიჯანული საიტი აშკარად არ სწყალობს, ეს ფაქტია – უკვე წლებია, ასე გრძელდება.

“სიმურგზეც” ვთქვათ: გიორგი ჩიხრაძის გუნდი სანაკრებო პაუზის დროს საქართველოში გაივლის შეკრებას, თუმცა ტესტ-მატჩების შესახებ არაფერია ცნობილი.


0.120427