ფეხბურთი

16:55 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავენაგიმ “რივერ პლეიტთან” 2-წლიანი გააფორმა

არგენტინელი თავდამსხმელი ფერნანდო კავენაგი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “რივერ პლეიტში” გააგრძელებს.

გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა “რივერთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სხვათა შორის, ის ხსენებული კლუბის აღზრდილია და 2001-2004 წლებში მის რიგებში ჩატარებულ 121 მატჩში 72 გოლი გაიტანა.

შარშან, კავენაგი მექსიკურ “პაჩუკაში” გამოდიოდა, სადაც 21 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, ხოლო გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.121235