ფეხბურთი

16:31 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანისთვის “ჩელსიც” იბრძოლებს

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის ინგლისის პრემიერლიგაში მსურველი კლუბები არ აკლია. “დეილი სტარის” ცნობით, 27 წლის ურუგვაელის გადაბირება ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს.

“სტემფორდ ბრიჯი” სამუელ ეტო’ომ და დემბა ბამ უკვე დატოვეს და მოურინიოს შეტევის წინა ხაზში ახალი ფეხბურთელი სურს. პორტუგალიელი დიეგო კოსტას არ სჯერდება და კავანის შესაძენადაც იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ კავანის ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.

 

0.131891