ფეხბურთი

11:42 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანის საქმეში ვერატიც ერთვება

შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენმა” “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის შესაძენად ნახევარმცველი მარკო ვერატი გამოიყენოს. Sky Sport Italia-ს ცნობით, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერში ჩართვა თავად მოისურვა.

იტალიელებს სურთ, რომ კავანის სანაცვლოდ, პსჟ-მ ვერატი და სოლიდური თანხა დათმოს. რამდენადაც ცნობილია, პარიზელები თავდამსხმელში 64 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ვერატის გასხვისების შემთხვევაში, თანხის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ვერატის გადაბირება დიდი ხანია სურს.

 

0.13118