ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანი “ბორდოსთან” საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში დაშავდა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.
ურუგვაის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა კოჭი დაიზიანა და 3 კვირის ლაზარეთში გატარება მოუწევს. ამგვარად, სამხრეთამერიკელი “ლევერკუზენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩს დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ “ბორდოს” 2:0 სძლია.