“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ურუგვაელს ლორან ბლანის სათამაშო სქემა დიდად არ მოსწონს, რადგან მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თავს არაკომფორტულად გრძნობს.
“დავრჩები თუ არა პარიზში? სეზონის ბოლომდე მოვიცადოთ. აქ კარგია, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან უნდა ვისაუბრო. ამ ფეხბურთელების თანაგუნდელობა შესანიშნავია, მაგრამ გოლებს დაჩვეული ფორვარდისთვის დაცვითი ფუნქციების შესრულება არცთუ იოლია. დაცვას ყოველთვის ვეხმარებოდი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან ხშირად მიწევს.
როდესაც პსჟ-ში მოვდიოდი, მეგონა, 4-3-3 ტაქტიკური სქემის ნაცვლად 4-4-2 განლაგებას გამოვიყენებდით. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. მოდით, ჩემპიონატის დასრულებას მოვუცადოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება”, - განუცხადა კავანიმ L’Equipe-ს.