ფეხბურთი

21:28 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანი “ლივერპულის” ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი თანამემამულე ლუის სუარესს გამოესარჩლა. პსჟ-ს ახალწვეული “ლივერპულის” ხელმძღვანელობას იმის გამო აკრიტიკებს, რომ სუარესს გუნდის გამოცვლის საშუალება არ ეძლევა.

როგორც ცნობილია, ლუის სუარესს “ლივერპულის” დატოვება სურს. ურუგვაელს ეს საჯაროდაც აქვს გაცხადებული. მის სახელს “არსენალსა” და “რეალს” უკავშირებენ, მაგრამ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა 26 წლის შემტევის არსად გაშვებას არ აპირებს.

“როდესაც “ლივერპულის” თავკაცი ერთგულებასა და პატივისცემაზე საუბრობს, უმჯობესია, მან სარკეში ჩაიხედოს.

ერთი წლის წინათ, სუარესს ტურინში, “იუვენტუსში” გადასვლისა და იტალიის ჩემპიონ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. მან “ლივერპულის” მიმართ ერთგულება გამოიჩინა და გადაწყვიტა, ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ებრძოლა.

ლუისმა მითხრა, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა, სუარესს წასვლის შესაძლებლობა მიეცემოდა.” – ციტირებს კავანის სიტყვებს Tribalfootball-ი.

 

0.12391