კალათბურთი

20:42 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაუნასის კემპში ქართველი კალათბურთელიც მონაწილეობს

ლიტვის საკალათბურთო ცენტრში, ქალაქ კაუნასში მიმდინარე 1998, 99 და 2000 წლებში დაბადებულ ვაჟ კალათბურთელთა კემპში ქართველი კალათბურთელი, “ოლიმპის” წევრი, 2000 წელს დაბადებული ცოტნე ცარციძეც მონაწილეობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

“კაუნასის კემპში, რომელიც მეორედ ტარდება, საპატიო სტუმრის სტატუსით ვარ მიწვეული. კემპი, რომელშიც ძირითადად ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პერსპექტიული კალათბურთელები მონაწილეობენ NBA-სა და “ადიდასის” ფირმის მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიებას ჩემი მეგობარი, საკალათბურთო აგენტი ვირგის ბულოტასი (ლიტვა) ხელმძღვანელობს. ბავშვებს ვარჯიშებს NBA-ს მოთამაშე დონატას მატიუნასი (ლიტვა) უტარებს”, - გვითხრა კვარაცხელიამ.

0.143315