კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – რომელუ ლუკაკუს შეძენითაა დაინტერესებული. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელები “ევერტონში” იჯარით მოთამაშე ბელგიელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.
როგორც ირკვევა, 20 წლის თავდამსხმელის სამსახურით “ბარსას” თავკაცი ხერარდო მარტინოა დაინტერესებული. თავის მხრივ, “ჩელსი” ლუკაკუს დიდად არ ენდობა და დიდია ალბათობა იმისა, რომ ფეხბურთელი “ბლაუგრანას” დაუთმოს. მოგეხსენებათ, ლონდონელებს ბელგიელი გასულ სეზონში “ვესტ ბრომვიჩში” ჰყავდათ განათხოვრებული, წელს კი, “ევერტონში” გაისტუმრეს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლუკაკუმ 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლით გამოიჩინა. თავი.