კატალონიის “ბარსელონა” მარჯვენაფლანგელ დანიელ ალვესს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს. ამის შესახებ Bარცასტაფფ-ი და ESPN-ი იუწყებიან.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ბრაზილიელს კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. “ბარსელონას” ფეხბურთელთა უმრავლესობამ, რომლებსაც კონტრაქტები 2015 წელს ეწურებოდათ, ხელშეკრულებები 2018 წლამდე გაახანგრძლივეს. როგორც ჩანს, გამონაკლისი მხოლოდ ალვესია.
ცნობისათვის, გასულ სატრანსფერო სეზონში, ბრაზილიელის გადაბირება “პარი სენ-ჟერმენს” სურდა.