ფეხბურთი

17:59 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასრაძემ აზერბაიჯანში პირველად გაიტანა

თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ, რომელიც ამჟამად აზალ-ში გამოდის, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

28-ე ტურში, აზალ-ი სტუმრად “სუმგაითთან” 1:2 დამარცხდა. კასრაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, აზალ-მა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და გოლი ჯერ 21-ე წუთზე გაუშვა, ხოლო შემდეგ – 55-ეზე.

აზალ-ს 26 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

0.119315