ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა სანტი კასორლამ მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასს ნისლიან ალბიონზე გადასვლა ურჩია. ესპანელს თავის თანამემამულესთან ერთად “მეთოფეთა” რიგებში თამაში სურს.
“კასილიასს “არსენალში” გადმოსვლა უკვე ვურჩია. ის დაინტერესდა იმით, თუ რამდენად კმაყოფილი ვიყავი აქ თამაშით. იკერი რთულ სიტუაციაშია და გადაწყვეტილების მიღება მართებს. კასილიასის ხილვა ბევრ კლუბს სურს და “არსენალიც” მათ სიაშია. ვფიქრობ, მისთვის “რეალში” დარჩენა კარგი არ იქნება. კასილიასმა თავადაც იცის, რომ ბევრ კლუბს შეუძლია მისთვის იმის მიცემა, რასაც “რეალში” ვერ იღებს”, - განუცხადა კასორლამ ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ კასილიასს მადრიდელებთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.