ლონდონის “არსენალის” შემტევი სანტი კასორლა ავადაა და ის “ლივერპუთან” გასამართ თამაშს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ავრცელებს.
“ერთი ფეხბურთელი გვიბრუნდება. ეს ფლამინია. რაც შეეხება კასორლას, ავადმყოფობის გამო, მას წოლითი რეჟიმი აქვს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal-ი.
კასორლას გარდა, “ლივერპულთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერც ვერმაელენი, ჩელსტრომი, დიაბი, რემზი და უოლკოტი მიიღებენ.
“არსენალი” და “ლივერპული”, ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე, ერთმანეთს 16 თებერვალს, ლონდონში დაუპირისპირდებიან.