მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა – იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა მიკროტრავმები მოიშუშეს და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ. Football Espana-ს ცნობით, ორივე მათგანი გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლიდერებმა დაზიანებების სტამბულის “გალათასარაისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში (6:1) მიიღეს. სადღეისოდ, რამოსიც და კასილიასიც “ელჩესთან” უახლოესი მატჩისთვის მზად არიან.
ცნობისათვის, “რეალი” “ელჩეს” ოთხშაბათს ეწვევა.