იკერ კასილიასი “რეალში” მომავალ სეზონშიც დარჩება, მიუხედავად იმისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება.
“მწვრთნელთან დაკავშირებით რაც არ უნდა მოხდეს, მომავალ სეზონში მადრიდში დავრჩები” – იუწყება კასილიასის სიტყვებს ესპანური პრესა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის კასილიასის გუნდიდან წასვლის შესახებ, ვინაიდან “რეალის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ აქცენტი დიეგო ლოპესზე გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, “რეალიდან” მოურინიოს წასვლის შემთხვევაში, პორტუგალიელს იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვლის.