ფეხბურთი

12:07 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “კარიერის დასრულება “რეალში” მსურს”

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ უთამაშებლობის მიუხედავად, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 32 წლის ესპანელს კარიერის დასრულება “სამეფო კლუბში” სურს.

“როდესაც ვიგებთ, ბრწყინვალე განწყობაზე ვარ. ვცდილობ, აქცენტი პოზიტიურ მხარეზე გავაკეთო. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთან ერთად იგებს “რეალი”, თუ დიეგო ლოპესთან ერთად. მთავარია, გუნდმა მოიგოს. უნდა ითქვას, რომ დიეგო ბრწყინვალე თამაშს გვაჩვენებს, რაც კიდევ უფრო მეტი მუშაობის სტიმულს მაძლევს. თუკი მწვრთნელს სურს, დაე, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშო. 8 თვეა ძირითადად სათადარიგო ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარიერის დასრულება “რეალში” მსურს”, - განუცხადა კასილიასმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბი კასილიასს მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ენდობა.

 

0.120449