ესპანეთის ნაკრების კიპერმა, იკერ კასილასმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, მადრიდის “რეალი” დატოვოს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე ისაუბრა.
,,მთელი ჩემი ცხოვრება მადრიდის “რეალთანაა” დაკავშირებული, პატარა ასაკიდან ამ კლუბში ვირიცხები, თუმცა თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, წასვლაზე სერიოზულად დავფიქრდები. სექტემბერის თვეში ვაპირებდი ფლორენტინო პერესთან საუბარს კლუბის დატოვების თაობაზე, საბოლოოდ, მაშინ დარჩენა გადავწყვიტე. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩემი მხრივ ბოლომდე ვიბრძოლებ სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად’’-განაცხადა კასილასმა.