ფეხბურთი

11:25 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: “წარსულის გახსენება არ მინდა”

მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილასმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას, “სამეფო კლუბის” ყოფილი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელების - ჟოზე მოურინიოსა და კარლო ანჩელოტის ერთმანეთთან შედარებისგან თავი შეიკავა. ფეხბურთელმა ექსდამრიგებელთან თანამშრომლობის პერიოდის გახსენებაც არ ისურვა. შეგახსენებთ, კასილასსა და მოურინიოს თვეების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდათ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანეთის ნაკრების მეკარე ძირითადი შემადგენლობიდანაც ამოწერა და ეგებ ტრანსფერზეც დაეყენებინა, “რეალი” თავად რომ არ დაეტოვებინა.

“ანჩელოტისთან ერთად მუშაობა ახლა დავიწყე და ჯერ ძნელია მისი და მოურინიოს ვარჯიშებს შორის მსგავსების ან განსხვავების პოვნა. იმედია “რეალისთვის” შემდეგი სეზონი გაცილებით წარმატებული იქნება. მადლობა ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადრიდში გაწეული სამუშაოსთვის, მაგრამ უკან გახედვა და წარსულზე საუბარი არ მსურს. ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ” – განაცხადა იკერ კასილასმა. 


 

0.149327