ფეხბურთი

11:39 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი მათეუსს გაუტოლდა

ესპანეთის ნაკრების მეკარემ იკერ კასილასმა გერმანელი ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა. Marca-ს ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინეთისა და ესპანეთის დაპირისპირება კასილასისთვის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებული 150-ე მატჩი აღმოჩნდა. ამდენივე თამაში აქვს ჩატარებული მათეუსსაც.

მსოფლიოს ჩემპიონ ნაკრებებს შორის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არავის აქვს. შეგახსენებთ, ლოთარ მათეუსი მსოფლიოს ჩემპიონი 1990 წელს გახდა, ხოლო იკერ კასილასი 2010 წელს. 


 

0.137501