თამაშგარე

17:46 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი ევრო2012-ის მოგების შემთხვევაში მამაკაცს აკოცებს

31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა იკერ კასილასმა, 2010 წლის მსოფლიოს თასზე გამარჯვების შემდეგ, მეგობარ გოგონა სარა კარბონეროს, მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე აკოცა.
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში კი, ჟურნალისტ – ხოსე რამონ დე ლა მორენას კოცნას აპირებს!
ხსენებული ჟურნალისტის კითხვაზე, გაიმეორებდა თუ არა კასილასი სახალხო კოცნას ევრო2012-ის მოგების შემთხვევაში, იკერმა შემდეგი უპასუხა: “ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მოგძებნი და გაკოცებ”.
ჟურნალისტმა კი მიუგო: “ვნახოთ, თუ დამიჭერ!”  
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთი მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება, მათ შორის მოგებული კი, კრიშტიანუ რონალდუს გუნდს დაუპირისპირდება.
 

0.141753