ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ტრავმირებულმა მეკარე იკერ კასილასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება.
31 წლის მეკარემ დაზიანება “ვალენსიასთან” მატჩისას, თანაგუნდელ ალვარო არბელოასთან შეჯახების შედეგად მიიღო. Football Espana-ს ცნობით, გამოკვლევის შემდეგ კლუბის ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუნდის კაპიტნისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ.
სწორედ ამისი შედეგი იყო, ის რომ “სამეფო კლუბმა” “სევილიასგან” სასწრაფო წესით შეიძინა მეკარე დიეგო ლოპესი. ახლა კასილასი თავს კარგად გრძნობს და აღდგენით პროცესში გაუმჯობესება შეინიშნება, მისი მოედანზე დაბრუნება კი, მარტის ბოლოს იგეგმება.
“თავს კარგად ვგრძნობ. ექიმებმა მითხრეს, რომ მოედანზე დაბრუნება 4 კვირის შემდეგ შემეძლება” - განაცხადა კასილასმა.