“ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას თქმით, არნემული კლუბი ჰოლანდიის თასის გათამაშებას ძალიან სერიოზულად ეკიდება.
ოთხშაბათს, თასის 1/8-ფინალში “ვიტესი” სტუმრად “როდას” ეთამაშება, რომელთანაც მიმდინარე სეზონში კერკრადეში ჩემპიონატის მატჩი 1:1 დაასრულა.
“თასს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ის ჩვენთვის ნამვილად სერიოზულად ფასობს. კერკრადეში ჩატარებული მატჩისას ისეთ ფორმაში არ ვიყავით, როგროც ახლა ვართ. “როდასთან” ყოველთვის რთული თამაშები გვაქვს” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.
არსებობის მანძილზე “ვიტესს” ჰოლანდიის თასის ფინალში 3-ჯერ უთამაშია, მაგრამ არასოდეს მოუგია. მიმდინარე სეზონში არნემელები ჰოლანდიის ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო “როდა” გასავარდ ზონასთან ახლოსაა.