ფეხბურთი

14:25 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას ჟორდანიას მიმართ დაწესებული სანქციები გადამეტებულად მიაჩნია

არნემის “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას, კლუბის მიერ მერაბ ჟორდანიასთვის დაწესებული სანქციები გადამეტებულად მიაჩნია.

“ვიტესის” გენერალურმა დირექტორმა იოსტ დე ვიტმა ჰოლანდიურ პრესაში განაცხადა, რომ ჟორდანია თითების დაჭრით ემუქრებოდა და ამის გამო, არნემელებმა კლუბის მეპატრონეს სამი წლის განმავლობაში, როგორც სტადიონთან, ასევე, საწვრთნელ ბაზასთან მიახლოება აუკრძალეს.

ჟორდანიას შვილი ლევან ჟორდანია “ვიტესის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს და მერაბი მის ვარჯიშსაც ვერ დაესწრება.

“მას ახლოდან თავისი შვილის ვარჯიშის ნახვა არ შეუძლია, რაც ცოტა სასაცილოდ მეჩვენება” – იუწყება ინტერნეტპორტალი ფცუპდატე.ნლ-ი “ვიტესის” ცენტრალური მცველის სიტყვებს.

ხსენებული გამოცემა იმითაც დაინტერესედა თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ჟორდანიას ნათქვამი, რომ “ვიტესს” გაჩემპიონება ლონდონის “ჩელსიმ” აუკრძალა.

“ეს ჩემი საქმე არაა” – თქვა კაშიამ.

0.111037