ფეხბურთი

18:27 | 12.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: “ბონი 20 მილიონზე მეტი ღირს”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელის, კოტდივუარელი ვილფრიდ ბონის სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს აღემატება.
ბონი აფრიკის თასზე იმყოფებოდა სათამაშოდ და არნემში დაბრუნებულმა გასულ უქმეებზე ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში პსვ-სთან დუბლი შეასრულა.
ჰოლანდიური ინტერნეტგამოცემა voetbalzone.nl-ის ინფორმაციით, ბონის რუსული პრემიერლიგის კლუბები ეპატიჟებიან და მზად არიან, 14 მილიონი ევრო გადაიხადონ.
“ჩემი აზრით, 20 მილიონი ევროც კი ცოტაა. ფული მთავარი არ არის. ბონი გუნდისთვის აუცილებელია. მით უმეტეს, ევროპის ლიგაში გასვლისთვის ვიბრძვით”, – განაცხადა კაშიამ.
კოტდივუარელი არნემულ კლუბში მე-3 სეზონია გამოდის და 54 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

თეგებიკაშიაბონი
0.118122