ფეხბურთი

10:55 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასერესი საოპერაციოა

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” მცველი მარტინ კასერესი მოედანზე გაურკვეველი ვადით ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხნურთელი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პერუსთან გამართული მატჩისას დაშავდა და წინასწარი პროგნოზით მას მენისკი ჰქონდა გაწყვეტილი.

“ბებერი ქალბატონის” ოფიციალური საიტის ცნობით, კასერესს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ექიმების ყველაზე ცუდი ვარაუდი დადასტურდა. მას მართლაც მენისკი აქვს გაწყვეტილი, ქირურგიული ჩარევა დაჭირდება და მკურნალობას თვეზე მეტი მოუნდება.

0.11229