ფეხბურთი

17:19 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასანოს "მონაკო" ეპატიჟება

 

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერის” ფორვარდი ანტონიო კასანო კლუბს შეიცვლის. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 30 წლის იტალიელს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული “მონაკო” და რამდენიმე არაევროპული კლუბი ეპატიჟება.

ძირითადად, კასანოსადმი ინტერესს არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბები იჩენენ. ჯერჯერობით, თავად ფორვარდი თავის პოზიციას არ აფიქსირებს.

ტრავმების გამო, კასანოსთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად ამისა, იტალიელმა 28 მატჩის ჩატარება და 7 გოლის გატანა მაინც მოახერხა, თუმცა, სამწვრთნელო შტაბთან გამუდმებით პრობლემები ჰქონდა.

0.112753