ფეხბურთი

14:35 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასანომ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"პარმას" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიღებული გადაწყვეტილება თავად 32 წლის ფეხბურთელმა ვებგვერდ tribalfootball-ს დაუდასტურა: "ვფიქრობ, რომ ნაკრებში მეტს აღარ ვითამაშებ. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩემ გარეშეც უფრო მეტს მიაღწევენ."

ანტონიო კასანომ "სკუადრა აძურას" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. იტალიელმა თავდამსხმელმა ევროპის სამ ჩემპიონატსა (2004, 2008, 2012) და 2014 წლის ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ბალახაძე

0.112067