Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ანტონიო კასანოს აგენტი მონტე-კარლოში იმყოფებოდა და “მონაკოს” ხელმძღვანელობასთან ისადილა.
არცთუ კარგი სეზონის შემდეგ, როგორც მოთამაშისთვის, ასევე მისი კლუბისთვის, ცხადი გახდა, რომ ანტონიო კასანო უახლოეს პერიოდში კლუბს დატოვებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ 30 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი “მონაკომ” და არაბეთის გაერთიანებული ემირატების რამდენიმე კლუბმა გამოთქვა. როგორც ჩანს, კასანო ევროპის დატოვებას ჯერ არ აპირებს და სწორედ ამიტომ, საკუთარი აგენტი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული კლუბის წარმომადგენლებთან მიავლინა.
მიმდინარე სეზონში კასანომ სერია A-ს 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. ამ კვირაში მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც სამ ადგილზე ჰქონდა მოტეხილი.
Tegebi: -
ანტონიო კასანო - “მონაკო”