ფეხბურთი

23:17 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასანო “პარმაში” გადავიდა

30 წლის იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, მომდევნო სეზონიდან, “პარმაში” ითამაშებს. “ჯვაროსნებმა” ტრანსფერი კი დაადასტურეს, მაგრამ გარიგების დეტალების გახმაურებისგან, ჯერჯერობით, თავი შეიკავეს.

კასანოს პრეზენტაცია ხვალ საღამოს შედგება და ტრანსფერის დეტალური ინფორმაციაც ამ დროს გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის ვიცით, რომ კასანო “პარმაში” 99 ნომრით ითამაშებს.

ანტონიო კასანომ საფეხბურთო კარიერა “ბარიში” დაიწყო. შემდეგ, მის კარიერაში იყო “რომა”, “რეალი”, “სამპდორია”, “მილანი” და “ინტერი”.

0.116294