ფეხბურთი

20:07 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასანო ლაზარეთში ბრუნდება

მილანის “ინტერის” ფორვარდმა ანტონიო კასანომ ბარძაყის ტრავმა ახლახანს მოიშუშა, მაგრამ კვლავ ლაზარეთში მოუწევს დაბრუნება. “ნერაძურის” ოფიციალური საიტის ცნობით, უკანასკნელ ვარჯიშზე, 30 წლის იტალიელმა ხელი მოიტეხა.

თანაგუნდელთან შეჯახებისას, კასანო მოუხერხებლად დაეცა და საწვრთნელი პროცესი თანაგუნდელებზე ადრე შეწყვიტა. ექიმების დასკვნით, თავდამსხმელს ხელის ძვალი ერთ ადგილზე აქვს გატეხილი.

ამგვარად, კასანო “უდინეზესთან” სეზონის დასკვნით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 

0.117692